როგორ იხსნება ინდივიდუალური საწარმო საქართველოში

იმ უძრავი ქონების მესაკუთეს, სადაც დარეგისტრირებულია საწარმო, ინდსაწარმოს საქმიანობაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად რჩება ბიზნესის გახსნის სიმარტივით, ხოლო ინდივიდუალური საწარმოს გახსნა საკუთარი საქმის დასაწყებად ყველაზე მარტივი ხერხია.
ინდმეწარმე საქართველოში შეიძლება გახდეს როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოელი. მათთვის რეგისტრაციის პროცედურები ერთნაირია.
რა იძლევა ინდმეწარმის სტატუსს
ინდმეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც მეწარმე. ამასთან, ინდმეწარმე არ არის იურიდიული პირი და საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებსა და ვალდებულებებს განახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი.
2023 წლის 1 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი ჰქონდა 561,9 ათას ადამიანს, რაც ქვეყანაში ბიზნეს-სუბიექტების საერთო რაოდენობის 59,2%-ია. საერთო რაოდენობიდან აქტიურად მიიჩნევა 148,6 ათასი ინდმეწარმე.
აქტიურ მეწარმეთა რაოდენობიდან 12-ს აქვს „საშუალო ბიზნესის“ სტატუსი, ხოლო 128,5 ათასს – „მცირე ბიზნესის“ სტატუსი. კიდევ 20,1 ათასის სტატუსი უცნობია.
რუსეთის მოქალაქეების ბიზნესი საქართველოში - რამდენი ინდსაწარმო გაიხსნა ერთ წელიწადში>>
ინდმეწარმეს შეუძლია ისარგებლოს გადასახადების გადახდის საშეღავათო სისტემით: თუ მისი შემოსავალი წელიწადში არ აღემატება 30 ათას ლარს, მას გადასახადი არ ეკისრება.
ეს წესი არ ვრცელდება ვაჭრობაზე, საფინანსო კომპანიების საქმიანობაზე (მაგალითად, სავალუტო პუნქტები) და ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობის სახეობებზე, ასევე ისეთ ინდსაწარმოებზე, სადაც დაქირავებული თანამშრომლები ჰყავთ.
სასტარტო საგადასახადო განაკვეთი 20%-ია, ხოლო დღგ 18%-ის ოდენობით არის გადასახდელი, თუ წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს აჭარბებს.
სამეწარმეო საქმიანობად საქართველოში არ მიიჩნევა სამედიცინო, საადვოკატო, არქიტექტურული, ნოტარიული, საკონსულტაციო, სახელონებო და სხვა საქმიანობები.
დოკუმენტები ინდსაწარმოს დასარეგისტრირებლად
საქართველოში ინდმეწარმედ რეგისტრაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო მომსახურების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს და წარადგინოს გარკვეული დოკუმენტები: პასპორტი ან პირადობის მოწმობა (საქართველო მოქალაქეებისთვის), ოპერატორის მიერ ადგილზე შევსებული განცხადება და მონაცემები საქართველოში რეგისტრაციის შესახებ. ასევე საჭიროა ქართული სიმ-ბარათი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
როგორ გავხსნათ ბიზნესი საქართველოში: დეტალური ინსტრუქცია>>
უძრავი ქონების მესაკუთეს, სადაც დარეგისტრირებულია საწარმო, ინდივიდუალური საწარმის საქმიანობაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
რიგი საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით, საქართველოში უცხოეული ბიზნესმენი კრედიტორების წინაშე პასუხისმგებელია კრედიტორებისთვის ხელმისაწვდომი მთელი თავისი ქონებით იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაშია ეს ქონება.
გარდა ამისა, ინდმეწარმის სტატუსის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციისთვის თანხის გადახდა.
რეგისტრაციას, ჩვეულებრივ, ერთი სამუშაო დღე სჭირდება. მომსახურების საფასურია 26 ლარი. რეგისტრაცია იმავე დღეს 75 ლარი ღირს.
რა ხდება შემდეგ
დოკუმენტების რეგისტრაციისთვის ჩაბარების შემდეგ მომავალი მეწარმე მიიღებს გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს SMS-შეტყობინებით, ასევე ელექტრონული „პირადი კაბინეტის“ პაროლს. „პირად კაბინეტში“ იქნება რეგისტრაციის მოწმობა ქართულ ენაზე, ხოლო დოკუმენტის ინგლისური ვერსიისთვის დამატებით 25 ლარის გადახდაა საჭირო.
ინდსაწარმოს შექმნის მომენტად ითვლება ჩანაწერი საჯარო რეესტრში.
ამის შემდეგ ინდმეწარმემ რეგისტრაცია უნდა გაიაროს საგადასახადო სამსახურში – წარადგინოს პასპორტი და SMS-შეტყობინება იუსტიციის სახლიდან. მანამდე უნდა გაირკვეს საქმიანობის ძირითადი სახე, რათა საქმიანობის სწორი კოდი მიუთითონ.
საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით>>
საგადასახადო რეჟიმი ინდსაწარმოს რეგისტრაციიდან შემდეგი თვის პირველ რიცხვში ამოქმედდება.
გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშის გახსნა ინდსაწარმოსთვის არაფრით განსხვავდება ანგარიშის გახსნისგან ფიზიკური პირისთვის. უცხოეთის მოქალაქეების შემთხვევაში ზოგიერთმა ბანკმა შეიძლება დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვოს.
ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება
ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის გასაუქმებლად პროცედურა ისევე მარტივია, როგორც მისი შექმნის პროცედურა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ განცხადება, პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საფასურის გადახდა.