ფეხბურთი: ინგლისის ნაკრებმა ბათუმში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო

ინგლისის ნაკრებმა ტურნირის ყველა მატჩი მოიგო და არცერთი გოლი არ გაუშვა: 10:0.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ევრო 2023 U-21-ის ფინალურ მატჩში ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ ესპანეთი ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
შეხვედრა, რომელიც ბათუმში თითქმის სავსე სტადიონით გაიმართა (18490 მაყურებელი), ბრიტანელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებში ესპანელთა კართან ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე დააკლდათ.
ესპანეთმა თამაში ნელ-ნელა გაათანაბრა და შეტევას შეტევაზე ახორციელებდა, მაგრამ ბრიტანელებმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნეს - მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კოულ პალმერის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კერტის ჯონსს მოხვდა - 1:0.
მეორე ტაიმში არცერთ გუნდს არ გაუტანია.
მე-6 დამატებულ წუთზე ინგლისის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რუისმა ააცილა. ბრიტანელების მეკარე ჯეიმს ტრაფორდი თავის მოწოდების სიმაღლეზე იყო. მან მოიგერია არა მხოლოდ 11-მეტრიანი, არამედ ორი შემდგომი დარტყმაც.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ფინალამდე შესანიშნავი მაჩვენებლებით მივიდა. გუნდმა ტურნირის ყველა მატჩი მოიგო და არცერთი გოლი არ გაუშვა: 10:0.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართა. თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მასპინძლობდა. 8 ივლისს „ბათუმის არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.