ბორჯომში ორი ახალგაზრდის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - ერთი პირი დაკავებულია

ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით მიიყვანეს
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ბორჯომში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს