„დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, „ჯარის ბანაკის" პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს. ამ პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო თავიდანვე, როცა პროექტზე მუშაობა დავიწყეთ", – განაცხადა პრემიერმა.
„მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლიდან. ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმირებულობა უნდა იყოს, რომ ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში, თავად გაიგონ, როგორ იმართება ჯარი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ამასთან, მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდური არის ახალგაზრდებისთვის. ბუნებრივია, საქართველო არის გლობალიზაციის ნაწილი, ამიტომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში სახელმწიფოს როლი არის მნიშვნელოვანი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„დღითი დღე იზრდება ინტერესი. ბევრი მოსწავლისგან გადმოცემით ვიცი, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოვოთ. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა", – განაცხადა პრემიერმა.