ზელენსკი: საქართველოს ელჩმა 48 საათში დატოვოს კიევი თბილისთან კონსულტაციებისთვის

ზელენსკიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცენ უკრაინას სააკაშვილი საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის.
მანამდე ორშაბათს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სააკაშვილმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ჩვენი პარტნიორები, უკრაინასთან კოორდინაციით, გამოვიდნენ არაერთი გამოსავლის შესაძლებლობით“, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram-არხზე.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცენ უკრაინას სააკაშვილი საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის.
საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებულმა უკრაინელმა დიპლომატმა შენობა უკომენტაროდ დატოვა >>
დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოში უკრაინის საკითხებში დროებითი რწმუნებული და მოითხოვა განმარტებები ავიაკომპანია Georgian Airways-ის დასანქცირებისთვის.
სააკაშვილის მოქალაქეობა
2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მან უკრაინული მოქალაქეობის მიღების გამო 2015 წელს დაკარგა.
მრავალსერიანი ფილმივითაა - დეპუტატმა პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება შეაფასა>>
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ ისევ უკრაინაში შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა.
2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილის დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
პაპუაშვილი: სააკაშვილმა საკუთარი რეპუტაცია თავად დაასამარა>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".