მაგრამ ჯერ გავარკვიოთ, ვინ არიან ტოქსიკური ადამიანები და რა არის მათი მთავარი მახასიათებლები.
მთავარი ნიშნები იმისა, რომ ადამიანს თქვენი გამოყენება სურს:
უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა;
არ აღიარებს თავის შეცდომებს;
არღვევს თქვენს პირად სივრცეს;
არ არის ემპათიური;
ხასიათდება არაპროგნოზირებადი ქცევით.
თუ ადამიანის გვერდით ყოფნა თქვენთვის არაკომფორტულია, ესეც მის ტოქსიკურობაზე მიუთითებს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობები უკიდურესად საშიშია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, განწყობა გაგიფუჭოთ, გაგიძლიერდეთ შეგრძნება, რომ დამნაშავე ხართ, დაიღალოთ, ენერგია გამოგეცალოთ და დაქვეითდეს თქვენი თვითშეფასება.
მანიპულატორებისგან თავდაცვის მეთოდები
იყავით გულგრილი. უმეტეს შემთხვევებში მანიპულატორები ამავე დროს ენერგეტიკული ვამპირებიც არიან. მათ სურთ ისარგებლონ თქვენი სიკეთით არა მხოლოდ იმისთვის, რომ რამე საქმეში გამარჯვება იზეიმონ, არამედ უფრო იმიტომ, რომ თქვენი სასოწარკვეთილება და აგრესია შთანთქან.
მათ თქვენგან რამე სახის რეაქცია ესაჭიროებათ. თუ ეს რეაქცია არ იქნება, ტოქსიკური ადამიანი თავს დაგანებებთ. სწორედ ამიტომ თვითონ შეგიძლიათ ხაფანგის დაგება მათთვის, ვის მანიპულაციებშიც ეჭვი გეპარებათ. უბრალოდ, შეწყვიტეთ ასეთი ადამიანის სიტყვებზე და ქმედებებზე რეაგირება. თუ ის თქვენთან ურთიერთობებს შეწყვეტს, ეს ნიშნავს, რომ ის ტოქსიკურია.
წინასწარ დაფიქრდით, რა და როგორ თქვათ. ტოქსიკურ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი ენერგიით იკვებებიან, სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ წინასწარ მოიფიქროთ, რა კალაპოტში შეიძლება წავიდეს თქვენი დიალოგი. მოიფიქრეთ ყველა პასუხი უსიამოვნო ადამიანის ყველა შესაძლო კითხვაზე. უპასუხეთ თავდაჯერებულად და სწრაფად და ყველაფერს აჯობებს, თვითონ წაიყვანოთ საუბარი კითხვების დასმით. ასე ენერგოვამპირი ვერ მოახერხებს თქვენი და თქვენი ემოციების მართვას.
გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ შეიძლება ასეთი ადამიანების წინასწარ ამოცნობა, ან ზუსტად განსაზღვრა, ტოქსიკურია თუა არა ადამიანი. ყველას შეიძლება შეეშალოს, განსაკუთრებით, თუ „ეჭვმიტანილს" დიდი ხანია იცნობთ. ასეთ შემთხვევაში მისი მხრიდან ნეგატივის პირველივე სიმპტომების დროს უთხარით მას, რომ არ მოგწონთ მისი ასეთი საქციელი და დამოკიდებულება თქვენ მიმართ. თუ ადამიანს ვერ გააგებინებთ რა გინდათ, მაშინ მასთან ურთიერთობების შეწყვეტაა საჭირო.
სასარგებლო ხრიკები
არ უყუროთ მანიპულატორს თვალებში. ამის გამო შეიძლება უსარგებლო ფიქრებმა შეგიპყროთ. უყურეთ ამ ადამიანს გამჭოლად – მას, მაგრამ ფოკუსირება არ გქონდეთ მის თვალებზე, ხელებზე, სახეზე; პერიოდულად მის ირგვლივ იყურეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ იყოთ მოდუნებულად და არაფერს მიაქციოთ ყურადღება.
მუდმივად დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: „რატომ აკეთებს ამას ეს ადამიანი?" ან „რატომ მეუბნება ამას?". ასე უკეთ გაიგებთ, ვისთვის უფრო მომგებიანია ესა თუ ის სიტუაცია. თუ მანიპულატორი შეეცდება თქვენი აზრები და დასკვნები თავისად გაასაღოს და მოგატყუოთ, ამას აუცილებლად იგრძნობთ.