თურქეთში ქართველ ქალს ქმრის მკვლელობის ბრალდებით ასამართლებენ

საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ფიგურირებს – მოკლული მამაკაცის ბიძა.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ერზრუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ქმრის, თურქეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მკვლელობა ორი კვირის წინ მოხდა. 47 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ნაჯახით მოკლეს.
ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის მსვლელობისას გამოიკვეთა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი – მოკლული მამაკაცის ბიძა. მან აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა და მკვლელობის მოტივიც დაასახელა. მისი თქმით, მამაკაცი ქალზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა, ის კი მის შეჩერებას შეეცადა.
ქალის უდანაშაულობაზე საუბრობენ მისი ნათესავები და ოჯახის წევრებიც. ქალის ძმის თქმით, მამაკაცი ბიძამ მოკლა.
მოკლულის ოჯახი დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.