თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეთა მონაცემთა ბაზის გატეხვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში უკანონოდ შეაღწია და მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხები თანამზრახველების ანგარიშებზე გადირიცხა.
გამოძიების ინფორმაციით, კიბერდანაშაულის შედეგად ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 ათას ლარს აღემატება.
ბრალდებულთა ასაკი 33-დან 52 წლადმე მერყეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს