ზურაბ ჯაფარიძეზე და არასამთავრობო ორგანიზაციის ბანაკზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ძალადობის“ მუხლით აღიძრა, ბანაკზე - „სხვისი ნივთის დაზიანების“ მუხლით
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. შსს-მ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტთან“ დაკავშირებულ ინციდენტებზე ერთბაშად ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
შაბათს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, შემდეგ კი კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა ქვები, კვერცხები და საღებავი დაუშინეს ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარე ბანაკს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტმა“ გახსნა. ჯაფარიძეს თავს დაესხნენ გზად გორში, როდესაც ის თბილისიდან ბორჯომში ბანაკში ლექციის წასაკითხად მიემგზავრებოდა.
ვინ სცემა გორში ზურაბ ჯაფარიძე? - რეაქციები ინციდენტზე >>
ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ძალადობის“ მუხლით აღიძრა, ბანაკზე - „სხვისი ნივთის დაზიანების“ მუხლით.