მსოფლიო დღეს

უცხოპლანეტური ხომალდები: პენტაგონმა ყოფილი მზვერავის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატების განკარგულებაში არ არის არამიწიერი კოსმოსური ხომალდები ან მათი ნამსხვრევები, განუცხადა პენტაგონის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სუზან გოფმა „რია ნოვოსტის“.
მანამდე NewsNation-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გეოსკოსმოსური დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა და აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანმა დევიდ გრაშმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უცხოპლანეტური კოსმოსური ხომალდები ჰყავს. მისი თქმით, ვაშინგტონმა ისინი საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.
მსოფლიო დღეს
ყოფილი მზვერავი: აშშ-ს უცხოპლანეტური ხომალდები ჰყავს - ვიდეო

„ამ დროისათვის საჰაერო ძალების სპეციალურმა საგამოძიებო ოფისმა ვერ აღმოაჩინა ინფორმაცია იმის დასტურად, რომ ახლა ან წარსულში არსებობდა რაიმე პროგრამა, რომელიც არამიწიერი ობიექტების ფლობას ან აღდგენას შეეხება“, — განმარტა პენტაგონის წარმომადგენელმა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, პენტაგონი მოხარული იქნებოდა გასაუბრებოდა ნებისმიერ ამჟამინდელ ან ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც მიაჩნია, რომ გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია გასწიოს ასეთი სამუშაო კონგრესის მოთხოვნით და ახლა შესაბამის ანგარიშს ამზადებს. მოხსენების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში შედგება.
წყარო: „რია ნოვოსტი“