გაიგეთ, რა სჭირდება თქვენს პარტნიორს ყველაზე მეტად ურთიერთობებში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასთან ხანგრძლივი კავშირი შეინარჩუნოთ.
ვერძი
თუ ვერძია თქვენი პარტნიორი და ურთიერთობებში სპონტანურობა და სიურპრიზების სიჭარბე არ არის, ეს კავშირი დიდხანს ვერ გაგრძელდება; თუ გინდათ, მასთან ურთიერთობები არ შეწყდეს, თქვენს კავშირში მეტი მრავალფეროვნება შეიტანეთ.
კურო
კუროსთვის ერთადერთი, რაც აუცილებელია, ესაა სინაზე. არანაირი სიუხეშე, უგემოვნო გარეგნობა. მათ გულს დახვეწილობა მართავს. თუ პარტნიორი ითვალისწინებს კუროს ამ მოთხოვნებს, მათი ურთიერთობები ჰარმონიული და ბედნიერი იქნება.
ტყუპი
ტყუპისთვის მთავარია ურთიერთობა. მან ყოველდღე უნდა მიიღოს სატელეფონო შეტყობინება, ან ზარი ან სხვა რამ, ანუ, მას სჭირდება იცოდეს, რომ გახსოვთ. მასთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის საჭიროა შეხება, სუნებისა და გემოს გრძნობების გამოყენება.
კირჩხიბი
კირჩხიბს სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი დაცულობის შეგრძნება, არამედ იმის განცდა, რომ პარტნიორი მას იცავს. ეს უსაფრთხოების, ლოიალობისა და დაცულობის შეგრძნებას წარმოქმნის და მაშინ შესაძლებელია ღრმა და ხანგრძლივი სიყვარულის განვითარება.
ლომი
ლომი ნაზი, გულწრფელი და განსაკუთრებით კი „ონავარი“ რომ დარჩეს, მას თავისუფლება სჭირდება. ლომს ხანდახან უნდა, რომ პარტნიორიც „ცელქ ბავშვად“ იქცეს.
ქალწული
ქალწულისთვის უმთავრესია სიკეთე. მისი პარტნიორი კეთილი უნდა იყოს. ფიქრი, რომ მისი საყვარელი ადამიანი კეთილია სუსტების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების, ცხოველების მიმართ, ქალწულის გულს ათბობს.
სასწორი
მშვიდობა და ჰარმონია, შესაძლოა, მოსაწყენია, მაგრამ სასწორებს მაინც ეს ესაჭიროებათ პირად ურთიერთობებში. ის პარტნიორის ყველა წამოწყებასა და ინიციატივას უჭერს მხარს და ყველა ნაკლს პატიობს.
მორიელი
მორიელისთვის უმთავრესია პატიოსნება. ამის გარეშე ის სიცარიელეს გრძნობს. შეგრძნება აქვს, თითქოს უღალატეს. ასევე ფასობს პარტნიორთან კარგი სექსი. მორიელთან კავშირისთვის აუცილებელია ხარისხიანი ინტიმური და ამავდროულად, ერთგული ურთიერთობები.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის პარტნიორი მეტად გულგახსნილი და გულუხვი უნდა იყოს. მისი გულისთვის ძალზე დიდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაძლებლობას, რომ გასცეს და მიიღოს დიდი მასშტაბით. მშვილდოსანს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ასევე, მასთან ურთიერთობებში სექსი ნიჭად და ჯილდოდ მიიჩნევა.
თხის რქა
თხის რქა უზომოდ შრომისმოყვარეა, მაგრამ ნამდვილ გრძნობებს მას სამუშაო ვერასდროს შეუცვლის. მისთვის აუცილებელია, რომ პარტნიორმა დააფასოს მისი შრომა და იამაყოს მისი მიღწევებით.
მერწყული
მერწყულისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობის შეგრძნება და ფართო შეხედულებები. თუ პარტნიორის მსოფლმხედველობა ვიწროა, მას არანაირი შანსი არა აქვს. ის არ უნდა ეთანხმებოდეს მერწყულის ყველა მოსაზრებას, რადგან მერწყულს აინტერესებს ადამიანი, რომელსაც საკუთარი თვალსაზრისი გააჩნია.
თევზები
თევზებს გულღია და მგრძნობიარე პარტნიორი სჭირდება, რომელსაც შეუძლია მისი დამშვიდება, დაწყნარება. თევზებმა კი, როგორც ცნობილია, ცრემლის ღვრა ძალიან ხშირად იციან...