თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ამ ზაფხულში გაძვირებული თურქეთის ალტერნატივა რუსი მოგზაურებისთვის შეიძლება საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი და უზბეკეთი გახდეს, განუცხადეს РИА Новости-ს სასტუმროების დაჯავშნის სერვის МТС Travel-ში.
თურქეთის ღირსეული შემცვლელი წელს შეიძლება გახდეს ბათუმი, სადაც შეიძლება გასეირნება პიაცას და ევროპის მოედანზე, სანაპიროზე, და ცათამბჯენებისა და უჩვეულო სახლების დათვალიერება.
„კარგი იქნება გონიოს, მწვანე კონცხის, კვარიათის, სარფის, ქობულეთის მყუდრო პლაჟებზე გასვლა და სუფთა ზღვაში ცურვა. აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ქართული ღვინო... გასინჯოთ აჭარული ხაჭაპური, წახვიდეთ მაჭახელას ხეობაში, მახუნცეთის ჩანჩქერზე", – აღნიშნეს სერვისში.
МТС Travel-ის ინფორმაციით, ბათუმში ზაფხულში ცხოვრება საშუალოდ 6 ათასი რუბლი ღირს, ხოლო ბიუჯეტური წინადადებები ღამეში 2,5 ათასი რუბლიდან იწყება.