ფარისებრი ჯირკვლის კიბოს „ჩუმი“ ნიშანი: მიაქციეთ ყურადღება

Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიებზე გამოვლენა ხშირად ძალიან რთულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც ამ ორგანოს კიბოს განვითარებაზე მეტყველებს, აცხადებენ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტები.
მათი თქმით, ერთ-ერთი ასეთი სიმპტომი შესაძლოა დიარეა იყოს.
როგორც მედიკოსები განმარტავენ, გამორიცხული არ არის, რომ კუჭის ხშირი მოქმედება ორგანიზმში კალციტონინის ჭარბ რაოდენობაზე მეტყველებდეს, რაც არის კიდეც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს „ჩუმი“ ნიშანი.
საქმე ისაა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ორგანიზმის ყველა სისტემის, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასაც აჩქარებს. ამიტომ თუ ადამიანმა ეს სიმპტომი შენიშნა, აუცილებლად უნდა გაესინჯოს ექიმს.
არ გამოტოვოთ: მარტივი ხალხური რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დასაძლევად
გარდა ამისა, NHS-ის სპეციალისტების თქმით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე შესაძლოა მიანიშნებდეს:
ყელის ქვედა ნაწილში ამობურცულობის გაჩენა — როგორც წესი, ის მაგარია, ნელა იზრდება და არ არის მტკივნეული;
ხმის ჩახლეჩვა — არა გაციების გამო;
ტკივილები ყელში;
ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება;
კისრის ტკივილი ან შეგრძნება, თითქოს ადამიანს კისერზე რამე აწვება;
სახის სიწითლე, რაც ძნელი შესამჩნევია მუქი ფერის კანზე;
ხანგრძლივი ხველება;
წონაში კლება.
მანამდე აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრმა სეჯალ შაჰმა განაცხადა, რომ, წარბების ბუნებრივი გათხელების დაწყება შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ნიშანი იყოს.
ბრიტანული ორგანიზაცია Cancer Research UK-ის სპეციალისტებმა კი დაასკვნეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიმპტომი შეიძლება იყოს კისერზე უმტკივნეულო გამონაზარდი.
როგორც ცნობილია, ფარისებრი ჯირკვლის კიბო — კარცინომა, ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელებულ ფორმად არ მიიჩნევა, თუმცა ბოლო ხანს ის რამდენადმე გახშირდა, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში.
ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძები და კიბო უმთავრესად ქალებს უვითარდებათ, ავთვისიანი კი უფრო მამაკაცებს შორის შეიმჩნევა — ხშირად ხანგრძლივი კეთილთვისებიანი ჩიყვის შედეგად.
ექიმების თქმით, ფარისებრი ჯირკვლის ზოგი კარცინომა მემკვიდრეობითი ბუნებისაა და საწყის სტადიაზე მისი კლინიკური სიმპტომატიკა თითქმის შეუმჩნეველია.
წყარო: The Sun