„გილოცავთ ყველას პოლიციელის დღეს. დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისათვის", – განაცხადა გომელაურმა.
„მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული", – განაცხადა ღარიბაშვილმა.