თბილისი, 28 მაისი – Sputnik. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - საარჩევნო უბნები კვირას ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (9:00 TBS) გაიხსნა.
14 მაისის კენჭისყრის პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების 50%, ხოლო მეორე ტურში გადავიდნენ „რესპუბლიკური ალიანსის“ კანდიდატი და მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი (ხმების 49,52%) და „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი, ყველაზე დიდი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ (44,8%).
პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალიანს Ata-დან სინან ოგანმა, რომელმაც პირველ ტურში ხმების 5,17 პროცენტი მოიპოვა, მხარდამჭერებს მეორე ტურში ერდოღანის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ქვეყნის მასშტაბით 191 ათასზე მეტი საარჩევნო ყუთი დამონტაჟდება. ამომრჩეველთა რაოდენობა 60 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
ხმების დათვლა დაიწყება საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (18:00 TBS).
საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემა 24 მაისს დასრულდა. 73 ქვეყანაში სულ 3,5 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.