„ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენი მოვლენაა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ყველას, ვისაც საერთო ისტორია გვაერთიანებს და აუცილებლად გვექნება საერთო, ღირსეული მომავალი", – განაცხადა ბურჭულაძემ.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო დამსახურებულ ვეტერანებს და ჩვენი ჯარის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს. მინდა ასევე მივესალმო და ეს დღე მივულოცო ჩვენს ახალწვეულებს, რომლებმაც ფიცი სწორედ დღეს დადეს და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შეუერთდნენ. მინდა ქედი მოვიყარო ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე – სწორედ მათმა თავგანწირვამ და უდრეკმა სულისკვეთებამ შექმნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა", – განაცხადა მინისტრმა.