„თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა 13 მილიონი ლტოლვილისა და მიგრანტის უკან გაბრუნებაა. თურქეთი ვერ დაძლევს ეკონომიკურ პრობლემებს, თუ ამ 13 მილიონ კაცს თავთავიანთ სამშობლოში არ გავაბრუნებთ და არ აღვკვეთთ ახალი მიგრანტების შემოსვლას. ჩვენ ვერ დავძლევთ სიღარიბეს, თუ მათ შენახვაზე 11 მილიარდ დოლარს დავხარჯავთ. <...> ქვეყანა ვერ გადაიყვანს თავის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას სწორ კალაპოტში ამ 13 მილიონი ლტოლვილით“, — განაცხადა ოზდაგმა.
„პირველი ტურის შემდეგ <...> ბატონ ქემალს შევხვდით, მან გვითხრა, რომ ლტოლვილები უკან უნდა გაბრუნდნენ და ჩვენ დავეთანხმეთ მას. „გამარჯვების პარტიამ“ გადაწყვიტა, მეორე ტურში მტკიცედ დაუჭიროს მხარი ბატონ ქილიჩდაროღლუს. მოვუწოდებ ამომრჩევლებს: თუ გსურთ შვილებს დედებისა და მამებისგან მიღებული თურქეთი გადასცეთ, თუ გსურთ არ ინერვიულოთ, როდესაც თქვენი შვილები ქუჩაში გადიან, მხარი დაუჭირეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც 13 მილიონ ლტოლვილს უკან გააბრუნებენ. ხმა მიეცით ქილიჩდაროღლუს“, — მოუწოდა ოზდაგმა თურქ ამომრჩევლებს.