პრემიერი: ჩინეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს

საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველო ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პლენარულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8,%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ჩინეთი პირველობას თურქეთსა და რუსეთს უთმობს.

„ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს – მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვზრდით ვაჭრობას და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2018 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.