თბილისი, 14 მაისი – Sputnik. რუსეთი 17 მაისიდან საექსპორტო ბეგარას ხორბალზე შეამცირებს.
2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.
ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 17-დან 23 მაისის ჩათვლით ტონაზე 4.727,6 რუბლამდე შემცირდება, ქერზე - 2.117,8 რუბლამდე, სიმინდზე - 2.364,3 რუბლამდე.
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადი 10-დან 16 მაისის ჩათვლით შეადგენს ტონაზე 5.279,2 რუბლს, ქერის - 2.676,2 რუბლს, სიმინდის - 2.523,9 რუბლს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
რუსეთში საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი უბრუნდება სუბსიდიის სახით ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე კვლავ მაღალია. მიმდინარე წლის იანვარი–მარტში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 42,2 ათას ტონაზე მეტი ხორბლის ფქვილია შემოტანილი (2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა - 28,7%), ასევე 39,6 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი (ზრდა - 39,7%).