COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ის პანდემია დასრულდა - ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადება

საქართველოში სამი წლის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.825 ათასს მიაღწია, აქედან 16.965 ადამიანი გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) გლობალური პანდემია COVID-19-ის 2020 წელს გამოცხადებული სტატუსი შეცვალა, განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე.
ჯანმომ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა. ორგანიზაციამ სამი წლის განმავლობაში დააფიქსირა 7 მილიონი გარდაცვალება, მაგრამ რეალური რაოდენობა შესაძლოა 20 მილიონსაც აღწევდეს, აღნიშნა გებრეიესუსმა.

„ჯანმოს ექსპერტთა კომიტეტმა COVID-19-თან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციების საკითხებში შემომთავაზა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე გავითვალისწინე ეს რჩევა და გამოვაცხადე პანდემიის დასრულების შესახებ“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, ჯანმო COVID-19-ს მსოფლიო საგანგებო საფრთხედ აღარ მიიჩნევს.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამის შემდეგ დაავადებულების რიცხვმა სწრაფად იმატა. ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ დაიწყო ისეთი ინფექციის პანდემია, რომლის შესახებ მსოფლიომ, პრაქტიკულად, არაფერი იცოდა.
კოვიდის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა საქართველოში შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი>>
ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღეში 26 ათასი ახალი შემთხვევა გამოავლინეს.
სამი წლის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 1.825 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 16.965 ადამიანი.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 200-დან 500-მდე მერყეობდა. ამჟამად ინფიცირებულების მაქსიმალური რაოდენობაა 450, ხოლო მინიმალური – 200–300.