საქართველო და კორეა სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებენ

საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის პირველ კვარტალში 19,7 მლნ დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველომ და კორეამ 2023 წელს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყონ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს–სამსახური.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჩანგ იონგ ანის შეხვდა.შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი კორეაში თარაშ პაპასქუა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვ.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვ. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყება.
საქართველო და კორეა სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებენ
არველაძემ კორეულ მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. ამასთან, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაღნიშნა ეკონომიკის ისეთი სექტორების პოტენციალი, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2023 წლის მეორე ნახევარში კორეის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანია საბოლოო შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკებების პირობების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა.
როდის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და კორეას შორის>>
სტატისტიკური მონაცემებით, ინვესტიციები საქართველოში კორეიდან პირველად 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციების მოცულობამ 209,5 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის, 2016–2021 წლებში ინვესტიციების მოცულობა იყო 128,9 მლნ დოლარი.
ტატისტიკის ეროცნული სამსახურის მონაცემებით, საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის იანვარ–მარტში 19,7 მლნ დოლარი შეადგინა.