რამდენი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე - ბოლო მონაცემები

ამომრჩევლები პროცესს დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ, აღნიშნეს ცესკოში
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს 10 ოლქში მიმდინარე შუალედურ და ვადამდელ არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩევლების აქტივობამ 20,25% შეადგინა, სერიოზული დარღვევები არ შეინიშნება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, რეგისტრირებული 185.056 ამომრჩევლიდან 37.695-მა უკვე გააკეთა არჩევანი. კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა და ყველანი ველოდებით, კენჭისყრის პროცესში როგორ იმუშავებს ელექტრონული ტექნოლოგია, თუმცა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კომისია, როგორც ამომრჩევლები, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში“,– განაცხადა შარაბიძემ.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად იმართება, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ ამომრჩევლები უბრალოდ არჩეული კანდიდატის ნომერს შემოხაზავენ.
როგორ მიმდინარეობს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები: ცესკო >>
ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი. იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობს, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.