დასახელდა კენჭისყრის თარიღი საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის

საყოველთაო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის 3,4 მილიონი მოქალაქისთვის ხუთშაბათს დაიწყო და 9 მაისამდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები თურქეთის საყოველთაო არჩევნებში ხმის მიცემას 7–9 მაისს შეძლებენ, განაცხადეს თურქეთის საელჩოში თბილისში.
თავად თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის 3,4 მილიონი მოქალაქისთვის ხუთშაბათს უკვე დაიწყო და ის 9 მაისამდე გაგრძელდება. უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 14 მაისს.
თურქეთს ყველაზე დიდი დიასპორა ჰყავს გერმანიაში, იქ ხმის მიცემა შეუძლია თურქეთის 1,5 მლნ მოქალაქეს. საფრანგეთში 400 ათასი თურქი ამომრჩეველი ცხოვრობს.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება>>
თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მთავარი ოპონენტი ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ იქნება.
თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ დააგროვებს, 20-24 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.