„პარალელურად სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
„წლებია განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გვინახავს. გარდა იმისა, რომ კითხვები გვექნება, თუ რას აკეთებენ ამ მიმართულებით, ჩვენ ასევე წარვუდგენთ და გადავცემთ მას ამ ანგარიშს, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში“, – განაცხადა წითლიძემ.
„კვლევების ფონზე, როცა სკოლებში ბავშვების 38 პროცენტი სრულ შიმშილს, ხოლო 77 პროცენტი ნაწილობრივ შიმშილს განიცდის, არ შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ვიდრე არის ბავშვთა უფასო კვება სკოლებში“, – განაცხადა წითლიძემ.