თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად 27 აპრილს თბილისში B2B ფორუმი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეები, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფორუმში, რომელიც Republic-ში გაიმართება, 5 განსხვავებული სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას:
ტურიზმი (სათავგადასავლო, გასტრონომიული, კულტურული, გამაჯანსაღებელი);
მსუბუქი მრეწველობა (სამშენებლო მასალები, ავეჯი და დიზაინი, სათამაშოები, შესაფუთი მასალები, ნარჩენების გადამუშავება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (PPE));
ინტელექტუალური მომსახურება (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO), E-commerce, ICT);
კრეატიული ინდუსტრიები (კინო წარმოება (Production) წარმოების შემდგომი პერიოდი (Post-Production), არტიზანული წარმოება);
ნარჩენების მართვა (მყარი ნარჩენები).
ყველა მეწარმეს ექნება საკუთარი სივრცე შეხვედრების ორგანიზებისა და პროდუქციის წარმოჩენისთვის, მყიდველები კი შეძლებენ ახალი თანამშრომლობის დამყარებასა და პროდუქტის/სერვისის შეძენას.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ-რეგისტრაციის გავლა.