შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2022 წელს

სუიციდის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. 2022 წელს საქართველოში თავი მოიკლა 437-მა ადამიანმა, აქედან 15 - უცხოელია, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.
უწყების მონაცემებით, ამ საზარელ სტატისტიკაში საქართველოს მოქალაქეები 96,6%-ს შეადგენენ.
რაც შეეხება უცხოელებს, აქედან 6 იყო თურქეთის მოქალაქე, 5 - რუსეთის მოქალაქე, ირანის, იტალიის, აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეები და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე პირი.
ყველაზე უმცროსი უცხოელი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 23 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 67 წლის. უცხოელებიდან, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, ორი ქალი იყო.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წელს თვითმკვლელობა ჩაიდინა 99 ქალმა და 321-მა მამაკაცმა. ყველაზე უმცროსი იყო 12 წლის ბიჭი და 15 წლის გოგონა.
თვითმკვლელობების მესამედი 40 წლის ასაკიდანაა ჩადენილი, ქალებში შემთხვევების ნახევარი 70 წელს ზემოდ ასაკზე მოდის. ყველაზე უფროსი მამაკაცი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 97 წლის იყო, ქალი - 89 წლის.
უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სუიციდის მცდელობა 187-მა მამაკაცმა და 43-მა ქალმა ჩაიდინა.
სუიციდის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის.