თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ინდოეთის მოსახლეობა ამ დროისათვის 1.428,6 მლრდ კაცს შეადგენს, რაც თითქმის 2,9 მილიონით აღემატება ჩინეთის მოსახლეობას, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის საიტზე.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთის მოსახლეობა ამ დროისათვის 1.425,7 მილიარდი ადამიანია.
ამასთან, ინდოეთის მოსახლეობის 25% 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, ჩინეთში კი იგივე ასაკობრივი ჯგუფი მხოლოდ 17%-ს შეადგენს.
სხვაობაა სხვა ასაკობრივი ჯგუფების მაჩვენებლებშიც:
ინდოეთში 10-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მოსახლეობის 18% განეკუთვნება, ჩინეთში – 12%.
10-დან 24 წლამდე მოსახლეობა ინდოეთში 26%-ია, ჩინეთში — 18%;
რაც შეეხება 15-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ამ მაჩვენებლით ორი ქვეყანა თითქმის უთანაბრდება ერთმანეთს: ინდოეთი – 68%, ჩინეთი — 69%.
ამასთან, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციიდან ირკვევა, ჩინეთი ინდოეთს ორჯერ აჭარბებს ხანდაზმულთა რაოდენობით. თუ 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა ინდოეთში 7%-ია, ჩინეთში მათი რაოდენობა 14%-ს შეადგენს.
კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომლითაც ჩინეთი ინდოეთს უსწრებს, სიცოცხლის ხანგრძლივობაა: ჩინეთში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია, მამაკაცებისა — 76 წელი. ინდოეთში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 74 და 71 წელია.