თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის” ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას” წინააღმდეგ 30-ე ტურის შაბათის მატჩში „არასპორტული ქცევისთვის” იტალიის ჩემპიონატში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო.
კვარაცხელია მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე გავიდა - მან მექსიკელი ირვინგ ლოსანო შეცვალა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და თავისი გუნდის თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
დამატებით დროში არბიტრმა მსაჯთან საუბრის გამო კვარაცხელიას ყვითელი ბარათი აჩვენა. ქართველი ფეხბურთელის შემდეგ მოედანზე ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გამოჩნდა, თუმცა, მატჩის ბედის გადაწყვეტა ვერც მან მოახერხა - შეხვედრა ანგარიშით 0:0 დამთავრდა.
ლუჩანო სპალეტის კლუბი 75 ქულით კვლავ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 61 ქულით „ლაციოა". „ნაპოლისგან" განსხვავებით, მისმა უახლოესმა მეტოქემ ზედიზედ ბოლო სამი მატჩი მოიგო.
კვარაცხელიას გუნდი მორიგ მატჩს სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან" 23 აპრილს გამართავს.
უკვე სამშაბათს, „ნაპოლის" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში ექნება - უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იტალიური კლუბი სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი მილანელთა სასარგებლოდ ანგარიშით 1:0 დასრულდა.