თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22,1%-ით გაიზარდა და თითქმის 4,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3,3 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის ინავარ-მარტთან შედარებით 21%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი-მარტში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 1.461,5 | 24,7 |
იმპორტი | 3.322,3 | 21,0 |
სულ | 4.783,8 | 22,1 |
საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა შეადგინა 1,5 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 24,7%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.860,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის სამი თვის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 18,2%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
2022 წელს ქვეყანაში 13,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც 33,2%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.