მსოფლიო დღეს

მსოფლიოს ბედი ხუთი ქვეყნის მახეშია: ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს

Sputnik
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ამჟამინდელი წესრიგი, რომლის თანახმად ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს კაცობრიობის ბედს, არამდგრადია, აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„არსებული წესრიგი, რომელიც ხუთი ქვეყნის მახეში აქცევს კაცობრიობის ბედს, არ არის მდგრადი. უკიდურესად აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა ინკლუზიური და ყოვლისმომცველი გაგებით“, — აღნიშნა ერდოღანმა უცხოელ ელჩებთან და დიპლომატებთან გამართულ ვახშამზე, რომელიც რამადანის ღონისძიება იფთარს ეძღვნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანი პირველი თურქი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხი წამოჭრა. როგორც მანამდე, 2022 წლის მარტში განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.
ამ მოსაზრებას ასევე იზიარებს იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდაც. მისი თქმით, უშიშროების საბჭო არაეფექტურია, ვინაიდან მან ვერ მოახერხა უკრაინაში რუსეთის მოქმედების დაგმობა — რუსეთმა მაშინ თავად დაადო რეზოლუციას ვეტო.
გაეროს უშიშროების საბჭოში 15 სახელმწიფო შედის. აქედან ხუთი — რუსეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მუდმივი წევრები არიან. თითოეულ მათგანს აქვს უფლება, ვეტო დაადოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას.
წყარო: Anadolu