თბილისი, 25 მარტი – Sputnik. თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მეჰმედ კასაპოღლუ ერევანში ჩავიდა, სადაც სომხეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს, იუწყება Sputnik-სომხეთი საზოგადოებრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით.
სომხეთის ნაკრები დღეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს თურქეთის ნაკრებთან ატარებს.
ამჟამად ანგარიში არის 1:0 სომხეთის სასარგებლოდ.
ალექსანდრ პეტრაკოვის აღსაზღდელები თამაშობენ D ჯგუფში, სადაც მათი მეტოქეები ხორვატიის, თურქეთის, უელსისა და ლატვიის გუნდები არიან.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
თურქული მედიის ცნობით, ეს თურქი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია სომხეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში. 2008 წელს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ერევანში ორი ქვეყნის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წლიდან ანკარას ინიციატივით არის ჩაკეტილი.