თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მთელ მსოფლიოში ქოლერის გავრცელების რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი, იუწყება „რია ნოვოსტი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშზე დაყრდნობით.
„ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, აფეთქებების მზარდი რაოდენობისა და მათი გეოგრაფიული გაფართოების, ასევე ვაქცინებისა და სხვა რესურსების ნაკლებობის გათვალისწინებით, ჯანმო გლობალურ დონეზე აფასებს რისკს როგორც ძალიან მაღალს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშის 11 თებერვალს გამოქვეყნების შემდეგ, გლობალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ქოლერის აფეთქების შესახებ კიდევ ოთხმა ქვეყანამ განაცხადა.
„ამჟამად შემთხვევები 24 ქვეყანაში დაფიქსირდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშის მიხედვით, ქოლერის აფეთქებები ძირითადად აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გამოვლინდა.
ქოლერა არის მწვავე დიარეული ინფექცია, მის მძიმე ფორმებს თან ახლავს მწვავე წყლიანი დიარეა და დეჰიდრატაცია, რაც პოტენციურად ფატალურის შედეგით სრულდება.