თავს პროკურატურის თანამშრომლად ასაღებდა: თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ არარსებულ ოჯახის პროგრამაში ჩართვის დაპირებით ბრალდებულმა დაახლოებით 10,5 ათასი დოლარი მიიღო.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უწყების სახელით თაღლითობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
პროკურატურის მონაცემებით, ბრალდებულმა თავი პროკურატურის თანამშრომლად წარადგინა და დაზარალებულს აშშ-ის ვიზებს და ამ ქვეყანაში ნათესავების გამგზავრებას დაჰპირდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, თითქოს საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ს შორის არის გაცვლითი პროგრამა, რომლის თანახმად წლის განმავლობაში 5–6 ოჯახს საქართველოდან აშშ-ში წასვლა და იქ მუშაობა შეუძლია. ბრალდებული მათ დაჰპირდა, რომ ისინი მიიღებდნენ ცხოვრების ნებართვას, პოლიტიკურ სტატუსს და მუშაობის უფლებას.
თაღლითობა სახელმწიფოს სახელით - პროკურატურამ სამ ადამიანს ბრალდება წაუყენა>>
გამოძიების მონაცემებით, არარსებულ ოჯახის პროგრამაში ჩასართავად ბრალდებულმა დაახლოებით 10,5 ათასი დოლარი მიიღო.
ახლა ბრალდებულს დიდი ოდენობით თაღლითობისთვის ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ელოდება. პროკურატურა სასამართლოს გამოძიების პერიოდში მისი პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.