თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გავლენით გაუგებარ განცხადებებს აკეთებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უფრო ადრე პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტები გააპროტესტეს, და მათ გაწვევას პარლამენტიდან გამარჯვება უწოდა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის ქუჩებში გამოვლენილმა ერთობამ ხელისუფლებას ხალხის ხმის გათვალისწინება და ევროპული გზის არჩევანის გამოხატვა აიძულა.
„ზურაბიშვილის მხრიდან კეთდება გარკვეული განცხადებები, რაც ჩვენთვის არის გაუგებარი. გლობალურ ომის პარტიას საკმაოდ დიდი რესურსები აქვს და იმის გავლენაა ის განცხადებები და პოზიციები, რომელსაც ქალბატონი სალომე აფიქსირებს", – განაცხადა კობახიძემ.
თუმცა, ამავე დროს პერიოდულად ჩანს ხოლმე, რომ ამ ადამიანს თავისი პრინციპები მაინც აქვს და „უკადრებელს მაინც არ იკადრებს", აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე გაიხსენა ის კრიტერიუმები, რის გამოც ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე შეირჩა. მან დაასახელა სამი ფაქტორი, რომლებმაც „ქართული ოცნების" მხრიდან მისი კანდიდატურის მხარდაჭერა განაპირობა
პირველი ისაა, რომ ის ქალია და აქცენტი სიმბოლოებზე გაკეთდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი განსაკუთრებული კავშირი უახლეს ისტორიასთან. და მესამე ფაქტორია ის, რომ ის არ იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან".
„თქვენ გახსოვთ ფაშისტური კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ... ამით გაირკვა, რომ მას „ნაცმოძრაობასთან" კავშირი არ ჰქონდა", – განაცხადა კობახიძემ.
თუმცა, მისი თქმით, დროთა განმავლობაში პრეზიდენტის პოზიციები და განცხადებები შეიცვალა და მმართველი გუნდისთვის გაუგებარი გახდა.
იმის თაობაზე, რომ ურთიერთობები „ქართულ ოცნებასა" და ზურაბიშვილს შორის ფუჭდებოდა, ცნობილი გახდა პრეზიდენტობიდან სამი წლის შემდეგ. ზურაბიშვილმა პირველად ფრთხილი უკმაყოფილების გამოთქმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შესახებ 2021 წელს დაიწყო.
მმართველმა პარტიამ 2022 წლის მარტში პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. მას შემდეგ ურთიერთკრიტიკა მხოლოდ ძლიერდება.