რუსეთმა გაეროში „ჩრდილოეთის ნაკადებთან“ დაკავშირებული მიმოწერა გაავრცელა

Sputnik
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მოსკოვმა გაეროში დანიასთან, შვედეთთან და გერმანიასთან მიმოწერის ასლი გაავრცელა, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერაქტებს იძიებენ, წერს ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დმიტრი პოლიანსკი თავის Telegram-არხზე.
მისი თქმით, აღნიშნული მიმოწერის „ოფიციალური დოკუმენტის სახით“ გავრცელება მოსკოვის რეზოლუციის პროექტის პოპულარიზაციას ემსახურება, რომელიც გაეროს ეგიდით საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარის შესასწავლად.
„დოკუმენტები ჩვენს კოლეგებს გაეროში საშუალებას აძლევს დარწმუნდნენ, რომ იმის მტკიცება, თითქოს ეს ქვეყნები მათი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება, — წერს პოლიანსკი.
მანამდე რუსმა დიპლომატმა ჯექსონ ჰინკლთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი დანიის, შვედეთისა და გერმანიის გამოძიებებში ჩართული არ არის, ვინაიდან ის „გვერდზე გასწიეს“.
რუსეთი გაზსადენებზე დივერსიის გამოძიებასთან დაკავშირებული მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებს
დიპლომატის თქმით, მოსკოვს უბრალოდ რაღაც წერილებს სწერენ და ეუბნებიან, რომ „სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყოს“. პოლიანსკიმ პირობა დადო, რომ მალე ამ მიმოწერას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს დაურიგებდნენ.