დავითაშვილი: საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მინისტრის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები იყვნენ
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიაღწია რეკორდულ დონეს, ისტორიულ მაქსიმუმს და 2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 61,1%-ით გაიზარდა.
ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდა სახელდება. მინისტრის თქმით, სამი კვარტლის შედეგების მიხედვით 2022 წელს საქართველოსეკონომიკაში1,6 მლრდ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა და მეოთხე კვარტლის მონაცემებთან ერთად რეკორდული დონეს მიაღწია.
საქართველოს კაპიტალის ბაზარი - გამოწვევები და გადაწყვეტილებები>>>
დავითაშვილის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო, მათ შორის მეოთხე კვარტალში, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები იყვნენ - მათზე მოდის შემოსული ინვესტიციების თითქმის ნახევარი.
კერძოდ, ევროკავშირის ინვესტიციები ორჯერ მეტად და შეადგინა 859,6 მლნ (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43%).
თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია შემოსული დიდი ბრიტანეთიდან (428,3 მლნ დოლარი), ამასმოჰყვებააშშდასხვაპარტნიორიქვეყნები.
დავითაშვილის თქმით, საინვესტიციო სექტორი ძალზე დივერსიფიცირებულია.
გარდა იმისა, რომ გასულ წელს ქვეყანას, ტრადიციულად, საკმაოდ მაღალი აქტივობა ჰქონდა ენერგეტიკის სექტორში და მოსალოდნელია, რომ წელსაც ასე იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა უძრავი ქონება, მშენებლობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
„რა თქმა უნდა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრანსპორტის, ლოგისტიკის და დასაწყობების მიმართულებით იყო ყველაზე მეტი აქტივობა და ინვესტიციები ისე განაწილდა, როგორიც ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა იყო“, - განაცხადა მინისტრმა.
2022 წელს საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, უძრავი ქონება, წყალმომარაგება, დასვენება, ხელოვნება, გართობა და ენერგეტიკა.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ესპანეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩინეთს, ნიდერლანდს და აშშ-ს.