სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ

საგაზაფხულო სესიაზე დარეგისტრირებულია 1090 დიპლომირებული მედიკოსი, რომლებიც გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რეზიდენტურის დამთავრებას შეძლებენ
Sputnik
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები შეუდგნენ დიპლომისშემდგომი ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, იუწყება სამედიცინო-ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს პრესსამსახური.
დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა - ეს არის პროცედურა, რომლის წარმატებით გადალახვაც უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს უფლებას აძლევს, მიიღოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მომზადება) ამა თუ იმ საექიმო სპეციალობის დაუფლების მიზნით.
სამედიცინო-ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ჭუმბურიძე ადგილზე გაეცნო გამოცდების ჩატარების პროცესს.
სააგენტოს ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე 1090 დიპლომირებული მედიკოსი დარეგისტრირდა. ისინი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რეზიდენტურის დამთავრებას შეძლებენ.
სახელმწიფო საატესტაციო გამოცდები 20 მარტს დაიწყება. გამოცდაზე 558 ადამიანი ჩაეწერა და სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის შესახებ მოწმობას მიიღებენ.