საქართველოსთვის აუცილებელია კანონი უცხოური აგენტების შესახებ - არასამთავრობო ორგანიზაცია

კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ კრიტიკის ობიექტი და დავის საგანი გახდა პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. კანონი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ აუცილებელია საქართველოსთვის, განაცხადა „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დირექტორმა შოთა აფხაიძემ ტელეგრამ-არხი GEнацвале | Генацвале-სთან ინტერვიუში.
როგორ აფასებთ ამ ინიციატივას? არის ასეთი კანონის საქართველოში მიღების აუცილებლობა?

რა თქმა უნდა, ასეთი აუცილებლობა დიდი ხანია არის, რადგანაც 1993 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში სხვადასხვა დასავლური ფონდიდან დაახლოებით 470 მლნ დოლარი მიიღეს. მათ შორისაა სოროსის „ღია საზოგადოების“ ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ევრაზიის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი და სხვა ამერიკული ფონდები.
ყველა ეს ორგანიზაცია უკვე თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, სად მიდის ეს ფული, რაზე იხარჯება და რა მიზნით გამოიყოფა? სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარირებული მიზნებია, ხოლო ფულის კონკრეტული დანიშნულება - პოლიტიკური პროცესების მართვაა, საკუთარი ელიტების შექმნა და შედეგად ქვეყნის მართვა საკუთარი გავლენის აგენტურის მეშვეობით.
ყველა არაერთხელ ვიყავით მოწმე ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების ბევრი მცდელობისა. ყველა ამ დესტრუქციულმა ორგანიზაციამ, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან, ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანეს. სწორედ ამიტომ არის უცხოური აგენტების გავლენის შესახებ კანონის მიღების უზარმაზარი აუცილებლობა, სხვაგვარად ქვეყანაში წესრიგს ვერასდროს დავამყარებთ.
ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა. რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ ინიციატივის ჩაგდება?
რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მათთვის დაფინანსების კუთხით ჰაერი იკეტება, ამიტომ ოპოზიციის ლიდერები, და ის დესტრუქციული ოპოზიციაა, პირდაპირ ფინანსდებიან დასავლეთიდან, ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ინტერესებს, და ამ კანონპროექტის მიღება მათთვის დიდი დარტყმაა. მათ მოუწევთ ანგარიშის ჩაბარება - ვისზე და რაზე ხარჯავენ ამ ფულს. ფაქტობრივად 25-30 წლის განმავლობაში საქართველოში არანაირი კონტროლი არ ყოფილა დაფინანსების წყაროების, ეს ინიციატივა სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას მისცემს, ეს სექტორი გააკონტროლონ. გასაგებია, ეს არ აწყობს ოპოზიციას.
რისთვისაა საჭირო კანონი უცხოური აგენტების შესახებ? მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები>>
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს „თავისუფალ ხმას დაახშობს“. თქვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მიგაჩნიათ, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის თქვენს საქმიანობას? რა ზეგავლენას მოახდენს ის არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციებზე საქართველოში?

მე ვხელმძღვანელობ „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრს“. ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო-ანალიტიკური მუშაობითაა დაკავებული. არც მე, არც ჩემი ცენტრი არ ვიღებთ გრანტებს ან სხვა სახის დაფინანსებას, რათა მოვაწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები საქართველოში, შეარყეს რეგიონული უსაფრთხოება. პირიქით, ხელს ვუწყობთ სახელმწიფო უსაფრთხოების გამყარებას.
ჩემს ცენტრში ყველაფერი გამჭვირვალეა. ყველამ იცის, რას ვაკეთებ. მე არ ვშფოთავ. უნდა შფოთავდეს ნედ პრაისი. ამერიკელებისთვის არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციები გეოპოლიტიკური იარაღია. ვხედავდით, როგორ მოქმედებდნენ ისინი ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში. სრულებით ნათელია, რომ აშშ არასწორად იქცევა სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, მათ შორის, მუსლიმური სამყაროს ქვეყნების მიმართ. ნედ პრაისს აღელვებს ეს საკითხი, რადგანაც ესმის, რომ მათი ეპოქა საქართველოში დასასრულს უახლოვდება.
ჩხუბი, აქცია - როგორ მიმდინარეობს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა: ვიდეო>>
ეს კანონი გამწმენდ ზემოქმედებას მოახდენს საქართველოზე. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არაკომერციული ორგანიზაციების მთელი სისტემა გარდაიქმნება: ადამიანები, რომლებიც დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებში სხედან, ანგაჟირებული და სუბიექტური არიან, მათი ქმედებები ძირს უთხრის უსაფრთხოებას, კონსტიტუციას.
შესაბამისად, ეს ადამიანები (კანონის მიღების შემთხვევაში) დაფინანსების გარეშე აღმოჩნდებიან. ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც ნამდვილად პროფილით მუშაობენ, არსად გაქრებიან. ისინი დარჩებიან, რადგან მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ - გააგრძელებენ მუშაობას. ვინც მეცნიერებას, ხელოვნებას მისდევს, ისინი დარჩებიან. თუ ყველაფერი გამჭვირვალედ გაქვს, რა გაწუხებს? ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოში არასამთავრობო და არაკომერციული სექტორი გაიწმინდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს