თითქმის 100 წლის შემდეგ - თბილისის უნივერსიტეტმა სამეცნიერო ჟურნალი აღადგინა

ჟურნალის მეშვეობით ქართველი მეცნიერების ნაშრომები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში მოხვდება.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, აღადგინა სამეცნიერო ჟურნალი „თბილისის უნივერსიტეტის მოამბე“, რომლის გამოცემაც 1930 წლიდან შეწყდა.
სამეცნიერო მრავალდარგობრივი ჟურნალი „თბილისის უნივერსიტეტის მოამბის“ (Bulletin de l'universite de Tiflis) აღდგენის გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო, ნათქვამია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
ამ ჟურნალის წყალობით ქართველი მეცნიერების ნამუშევრები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში მოხვდება.
სამეცნიერო ჟურნალის კვლევით მიმართულებებზე, მის ფორმატსა და სხვა დეტალებზე გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო საზოგადოება ერთობლივად მიიღებს.
მიხეილ ჩხენკელი: უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას>>
პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, „თბილისის უნივერსიტეტის მოამბის“ პირველი ეგზემპლარი 1919 წელს დაიბეჭდა.
თსუ – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. 1989 წელს მას უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს