დაკავებები პარლამენტთან: შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა

წინასწარი მონაცემებით, აქციაზე დაკავებულია სულ მცირე სამი პირი.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მობილიზებული არიან სამართალდამცველები და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ასევე აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას და სამართალდარღვევის ფაქტებზე ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა >>
ცოცა ხნის პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა, როდესაც ისინი შენობის შესასვლელთან „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას ცდილობდნენ.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციასთან შეხლა-შემოხლა გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანებსა და პარლამენტის შენობას კვერცხებს ესვრიან.
წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია სულ მცირე სამი პირი. დაკავებები გრძელდება.
წყარო - შსს