მსოფლიო დღეს

ლუკაშენკო: ძლიერი ჩინეთი ნიშნავს ძლიერ ბელარუსს

Sputnik
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თუ ჩინეთი ძლიერი იქნება, ძლიერი იქნება ბელარუსიც, განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პეკინში სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი კეციანთან შეხვედრისას.
ამის თაობაზე ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახური წერს.
ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხის სახელით უსურვა ჩინეთს წარმატება და აღნიშნა, რომ ეს მათი პრაგმატიზმის მაჩვენებელია.

„წარმატებებს გისურვებთ. ეს არის ჩვენი პრაგმატიზმი. რადგან თუ ჩინეთი ძლიერი იქნება, ძლიერი იქნება და განვითარდება ჩვენი ბელარუსიც“, — უთხრა ლუკაშენკომ ლი კეციანს.

მისი თქმით, მინსკს ბევრი წინადადება და გეგმა აქვს, რომლებიც მომგებიანი იქნება როგორც ბელარუსისთვის, ისე ჩინეთისთვის.
„მთავარი ისაა, რომ ევროპის ცენტრში თქვენ გაქვთ მშვიდი და მშვიდობიანი ბელარუსი. მოდით, ერთად გავააქტიუროთ ურთიერთობა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, — შესთავაზა ბელარუსის ლიდერმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს.
ალექსანდრ ლუკაშენკო ჩინეთს 28 მარტს ეწვია. მისი ვიზიტი 2 მარტამდე გაგრძელდება. ეს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში ლუკაშენკოს რიგით მე-13 ვიზიტია ჩინეთში.