საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ – მთავარი სტანდარტების შესახებ

საქართველოში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2023 წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ავტორიზაციის გასავლელად საბავშვო ბაღები სკოლამდელი განათლების სტანდარტებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდნენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წელს ავტორიზაციის გასავლელად საბავშვო ბაღების შეფასების პროცესს დაიწყებს. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ავტორიზაციის წესების თანახმად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ნებისმიერ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო გეგმა სამიდან მინიმუმ ერთი პროგრამის მიხედვით: ადრეული აღზრდა და განათლება; სკოლამდელი განათლება და აღზრდა; სკოლისთვის მოსამზადებელი პროგრამა.
პირველი პროგრამა გათვლილია ორ წლამდე ბავშვებზე და ითვალისწინებს საგანმანათლებლო კომპონენტის წარდგენას, რომელიც ხელს შეუწყობს ადრეულ აღზრდას განათლების ქართული სტანდარტების შესაბამისად.
მეორე პროგრამა ეხება ბავშვებს ორი წლიდან, ხოლო მესამე – 5 წელს ზემოთ. ამასთან, ყველა პროგრამა უნდა შეესატყვისებოდეს განათლებისა და მიზნების მიღწევის სტანდარტებს, რომლებიც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული.
ამასთან, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შემუშავებისას გამოყენებული დოკუმენტაციით გამყარებული სასწავლო გეგმა, საგანმანათლებლო მექანიზმის შეფასების პროგრამა, დღის განრიგი, ინდივიდულაური მეცადინეობები ბავშვებისთვის.
გარდა ამისა, დაწესებულებაში უნდა იყოს მატერიალური ბაზა სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის და საბავშვო ბიბლიოთეკა.
საბავშვო ბაღი უნდა აწარმოებდეს აღსაზრდელთა მშობლებთან ურთიერთობების ჟურნალს, ღონისძიებების დაგეგმვისთვის უნდა თანამშრომლობდეს მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და ჰქონდეს აღმზრდელების პროფესიული განვითარების გეგმა.
საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს>>
ყველა საბავშვო ბაღი თავად უნდა უზრუნველყოფდეს ბევშვებს კვებით კალორიულობის შესაბამისი ნორმებით, უნდა ჰქონდეს 10 დღის ან ორი კვირის მენიუ, კვების დარეგულირების მექანიზმი საკვების აუტანლობის ან ალერგიების შესაბამისად, ჰქონდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სერტიფიკატი.
საბავშვო ბაღი ვალდებულია, დაიცვას სკოლამდელი დაწესებულებებისთვის რეგლამენტით დადგენილი სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმები, ჰქონდეს დოკუმენტი პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უფლების შესახებ, გეგმა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, დასკვნა შენობის სახანძრო უსაფრთხოების შესახებ და თითოეული მშობლის ნებართვა ვიდეომეთვალყურეობისა და ბავშვების ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ.
საბავშვო ბაღს თითოეულ ამ სტანდარტზე შეაფასებს ავტორიზაციის კომისია და მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემდეგ ექნება დაწესებულებას მუშაობის უფლება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს