მსოფლიო დღეს

ლუკაშენკო პეკინში მიემგზავრება: ცნობილია მიზნები და გეგმები

Sputnik
თბილისი, 25 — Sputnik. ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 28 თებერვალს პეკინში გაემგზავრება, სადაც ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდება, წერს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი.
ვიზიტი სამი დღე გაგრძელდება და 2 მარტს დასრულდება.
ბელორუსისა და ჩინეთის ლიდერები მოლაპარაკებებს ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გამართავენ, რა დროსაც სახელმწიფოების პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, საინვესტიციო და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, ასევე ერთობლივ მასშტაბურ პროექტებსა და „უმწვავეს“ საერთაშორისო პრობლემებს განიხილავენ.
შეხვედრის შემდეგ მხარეები დოკუმენტების დიდი პაკეტის ხელმოწერას გეგმავენ.
სი ძინპინის გარდა, ლუკაშენკო პეკინში ასევე შეხვდება რამდენიმე მაღალჩინოსანსა და მსხვილი ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, გასული წლის შემოდგომაზე ბელორუსისა და ჩინეთის ლიდერები შანხაიში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მათ ურთიერთობები „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე გაიზრდება.