თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ ჩინეთის მოწოდებები ნდობას არ იმსახურებს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ასეთი კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც პეკინმა თავისი 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.
„ჩინეთისადმი ნდობა აღარ არსებობს, ვინაიდან მან არ დაგმო უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა. ამასთან ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტ პუტინთან რუსეთ-ჩინეთის უსაზღვრო პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი“, — აღნიშნა სტოლტენბერგმა ესტონეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ თავისი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.
ეს პუნქტებია:
ეს პუნქტებია:
1.
ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემა;2.
ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;3.
საომარ მოქმედებების შეწყვეტა;4.
სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება;5.
ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;6.
სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;7.
ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;8.
სტრატეგიული რისკების შემცირება;9.
მარცვლეულის გარიგების გარანტირება;10.
ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;11.
წარმოებისა და მიწოდებების ჯაჭვის სტაბილურობის უზრუნველყოფა;12.
ომის შემდგომი აღდგენის ხელშეწყობა.მანამდე ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო ხედავს გარკვეულ მინიშნებებს, რომ ჩინეთი, შესაძლოა, რუსეთის მხარდაჭერას გეგმავდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან მოუწოდა პეკინს, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებისგან, რაც შეიძლება საერთაშორისო სამართლის დარღვევად იქცეს.