შსს-მ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში ბოლო წლების რეკორდი მოხსნა

საქართველოში ნარკოდანაშაული ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა სამეულში შედის
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასულ წელს ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით 202 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ანგარიშში.
„ბოლო წლების განმავლობაში ეს უპრეცედენტოდ მაღალი ციფრია”, - აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, 2022 წელს პოლიციამ შეძლო ნარკოტიკული საშუალებებით მოვაჭრე 12 ინტერნეტ-მაღაზიის დახურვა და ონლაინ-ნარკოტრაფიკში ჩართული 62 ადამიანის დაკავება.
საქართველოში ათობით ნარკოდამნაშავე დააკავეს>>>
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად ატარებს სპეცოპერაციებს ქვეყანაში ნარკორეალიზატორების ქსელის გამოსავლენად. ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტის დასამტკიცებლად უწყების თანამშრომლები მოქმედებენ როგორც ფარული მყიდველები, რომლებიც პროცესს კამერით იღებენ.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მოქმედებს. ეს დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიუხედავად ამისა, ნარკოდანაშაული, მიუხედავად გამოვლენის მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოში ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა სამეულში შედის, ქურდობასა და ოჯახში ძალადობასთან ერთად.