მსოფლიო დღეს

თვითმხილველის ვიდეო: თურქეთში ახალ მიწისძვრებს წინ უცნაური ნათება უძღოდა

Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სოციალური მედიის მომხმარებლებმა ცისფერი ნათების ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც, როგორც ამბობენ, ორშაბათ საღამოს გამოჩნდა ცაში თურქეთში მომხდარი კიდევ ერთი მიწისძვრის წინ.
20 თებერვალს თურქეთის პროვინცია ჰათაიში სამწუთიანი ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა. პირველის სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდა იყო, ხოლო მეორისა — 5,8 მაგნიტუდა. ბოლო მონაცემებით, რყევებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა.
სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე სწორედ ამ მიწისძვრების წინ გაჩენილი ნათებაა ასახული, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვა რყევები.
აღინიშნება, რომ მოვლენა სირიის პროვინცია ლატაკიის მოსახლეობამ და თურქეთის საზღვრისპირა რაიონების მცხოვრებლებმა შენიშნეს.
როგორც დამასკოს უნივერსიტეტის სეისმური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ჰალა ჰასანმა განუცხადა რადიო Sham FM-ს, ამ ცისფერ ნათებას ახსნა არ აქვს, მაგრამ აღნიშნა, რომ ბიძგების წინ ატმოსფეროს ელექტრულ და მაგნიტურ ველებში ცვლილება ხდება.