„პროტესტი საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ ქართველ ხალხს რწმენა უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენ გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ. ამიტომ უახლოეს პერიოდში, ცხადია, გაგრძელდება ყველა ქალაქში და რაიონში შეხვედრები... პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში ეს პროტესტი თავს მოიყრის დედაქალაქში. ჩემო ძვირფასებო, დაელოდეთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხაბეიშვილმა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მე პირადად მოწადინებული ვარ, ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგეს. როდესაც ვსაუბრობ გამოყენებაზე, პარლამენტში თუ ხარ, უნდა იყო აქტიური და, ბუნებრივია, უნდა შეუქმნა დისკომფორტი ხელისუფლებას, რაც ნამდვილად არ გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის აქციებს, მაგრამ თუ არ გინდა პარლამენტში ყოფნა, მაშინ, ალბათ, ასეთ დროს პარლამენტიდან გამოდიხარ“, – აღნიშნა მელიამ.