თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესტურის ფარგლებში საქართველოს ბლოგერები და წამყვანი ჟურნალისტები ესტუმრნენ. მათ ქუთაისი, თეთრა მღვიმე, წყალტუბო, ბაღდადი, საირმე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს.
მედიის წარმომადგენლები ბალტიისპირელ მაყურებელს, მკითხველსა და ინტერნეტ მომხმარებელს საქართველოს კულტურასა და სამზარეულოს გააცნობენ.
უწყების ცნობით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს შესახებ ფილმსაც გადაიღებენ, რომელიც YouTube-ით გავრცელდება.
პრესტურის მიზანი ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.
წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია