მასმედია: ბათუმის ნაპირთან საზღვაო ნაღმი აფეთქდა

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ბათუმში, ნაპირიდან დაახლოებით 25 მეტრში, ზღვაში აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქდა საზღვაო ნაღმი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. ჯერჯერობით უცნობია, საიდან აღმოჩნდა ნაღმი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.