თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისში „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
გასული წლის დეკემბერის ბოლოს შსს-მ ტენდერის შედეგებით „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე 125 მლნ ლარის ხელშეკრულება გააფორმა. 1,1 ათას ბინაზე გათვლილი „პოლიციური ქალაქი“ განთავსდება 152,9 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე, თბილისის გარეუბანში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმდებარედ.
მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად პროექტის მშენებლობის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადადის.
ტენდერის პირობების თანახმად, ყველა 1,1 ათასი ბინა უნდა იყოს 65-დან 72 კვადრატულ მეტრამდე ფართის, აივნებით, სტუდიოს ტიპის სამზარეულოთი, მისაღებით და საძინებლით, ასევე ერთი სველი წერტილით. ბინები ჩაბარდება „შავი კარკასის" მდგომარეობით.
მშენებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად დააფინანსებს. ამასთან, თანხის 15% გაიცემა ავანსის სახით, 55% -ეტაპობრივად სამუშაოების დასრულების მიხედვით, 25% -მომდევნო წლის მეორე კვარტალში სამუშაოებს დასრულების შემდეგ, და 5% - ყველა დეფექტის აღმოფხვრის შემდეგ.
მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულდეს.
წყარო - საქართველოს მთავრობა